ამ კამპანიის შესახებ

ბავშვის გაჩენა ამაღელვებელი დროა, ეს გასაოცარი პერიოდი სავსეა მოლოდინითა და სიხარულით. თუმცა, ეპილეფსიის მქონე ქალებისთვის დაორსულება და ბავშვის გაჩენა გარკვეულ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული.

კამპანია დაფუძვნებულია რეალური სამყაროს პრობლემებსა და საჭიროებებზე

იმისათვის, რომ გაგვეგო, თუ რა ტიპის ინფორმაცია სჭირდებათ ეპილეფსიის მქონე ქალებს და რა ინფორმაციის ნაკლებობაა, ჩვენ გამოვკითხეთ დაახლოებით  900 ქალი ევროპის მასშტაბით. მათი პირადი გამოცდილება იყო უმნიშვნელოვანესი ამ ვებსაიტის შექმნისთვის. ეს ვებსაიტი ეპილეფსიით დაავადებულ ქალებს აძლევს სტიმულს, რომ ელაპარაკონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებლებს და მიიღონ ის რჩევა და დახმარება, რომელიც მათ სჭირდებათ.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გავაფართოვოთ ეს უმნიშვნელოვანესი კამპანია მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც.

დაფუძვნებულია კლინიკურ და პირად გამოცდილებებზე

ეს ვებსაიტი შემუშავდა ეპილეფსიის მქონე ქალებისა და ამ სფეროში მოღვაწე სამედიცინო სპეციალისტების მიერ. ჩვენ მადლობელი ვართ მათი, ამ ადამიანების მიერ მიერ შემოტანილი უდიდესი წვლილისთვის.

სამუშაო ჯგუფის წევრები:

პროფესორი გას ბეიკერი (თავმჯდომარე), ქალბატონი ენ ლითლი (თანათავმჯდომარე), ქალბატონი თეა ბობინაკ-კრივაჩიჩი, პროფესორი მარტინ ბროდი, ქალბატონი ელიზაბეტ კანინგენი, ქალბატონი ერინ დევისი, პროფესორი ჯოანა ჯენჟეიჩაკი, ქალბატონი ბარბარა ჯონსი, ექიმი ლივენ ლაგაი, ქაბატონი ლორა ლალი, პროფესორი ჯანეტ მიფსუნდი, ექიმი ბარბარა მოსტაჩი, პროფესორი ნათელა ოკუჯავა, ექიმი ფრანჩესკა სოფია, ექიმი ჟანინ ვინტერბოტომი, ქალბატონი ლეონი ვოლშაიდი.

.

ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროს შესახებ

იგი დაარსდა 1961 წელს, ყავს წევრები და აქვს განყოფილებები  (ჩაპტერები)  მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში, ეპილეფსიის საერთაშორისო ბიურო (IBE) არის საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია. ჩვენი მისაა ეპილეფსიის მქონე ადამიანების, მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ცხოვრების ხარისხისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ჩვენი მთავარი ფოკუსი მიმართულია ეპილეფსიის მქონე ადამიანზე, ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას საზოგადოების ჩართულობაზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე, საერთაშორისო ადვოკატირებაზე, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებაზე და ეპილეფსიის მქონე ადამიანების თემების მხარდაჭერაზე.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ეპილეფსიასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან (პროფესიულ, საზოგადოებრივ, სახელმწიფო), ჩვენ ვართ გამჭვირვალე და დემოკრატიული ჩვენს მმართველობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

IBE არის აშშ-ში რეგისტრირებული არაკომერციული ორგანიზაცია (Charter ID 721834-DNP) მას აქვს გადასახადებისგან განთავისუფლებულის სტატუსი 501(c)(3). EID 59:2606654.

ეპილეფსია და ორსულობის პროექტი შემუშავდა სანოფის (Sanofi )ფინანსური მხარდაჭერით. სანოფის არ ჰქონია სარედაქციო კონტროლი პროექტის შინაარსზე.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…