მე ვარ დედა, რომელსაც აქვს ეპილეფსია

თქვენი შვილი დაიბადა – გილოცავთ!

ეს არის ძვირფასი და ამაღელვებელი დრო ახალბედა მშობლებისთვის, მაგრამ ამ დროს ჩნდება მრავალი კითხვა და სანერვიულო საკითხიც.

ეპილეფსიით დაავადებულ დედებსაც ზუსტად იგივე განცდები აქვთ.

ჩემს შვილსაც ექნება ეპილეფსია?

ეპილეფსიით დაავადებული მშობლის შვილს მხოლოდ ოდნავ უფრო მაღალი რისკი აქვს იმისა, რომ მასაც ჰქონდეს ეპილეფსია. იმის რისკი, რომ ადამიანების მთლიან პოპულაციაში, ბავშვს ჰქონდეს არაპროვოცირებული გულყრა არის 1%-დან 2%-მდე,  ეპილეფსიით დაავადებული მშობლების შვილებში კი ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია – 6%.

იმის ალბათობა, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ეპილეფსია იზრდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ დადგენილი გაქვთ  მემკვიდრეობითი ხასიათის ეპილეფსია (გენეტიკური ეტიოლოგია).

თქვენი შვილის დაბადების შემდეგ, თუ თქვენ შიშობთ, რომ მასაც შეიძლება ჰქონდეს ეპილეფსია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გენეტიკური კონსულტაციის გავლის შესახებ. გახსოვდეთ – იმ ბავშვების უმრავლესობაში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია, მათი გულყრები სრულად კონტროლდება  და ისინი ცხოვრობენ ნორმალური ცხოვრებით.

ძუძუთი კვება და ეპილეფსია

შემიძლია ჩემი შვილი ძუძუთი ვკვებო?

როგორც წესი, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია, თქვენ მაინც შეგიძლიათ თქვენი შვილი ძუძთი კვებოთ და ეს მას არანაირ ზიანს არ მიაყენებს.მუცლად ყოფნისას თქვენმა შვილმა უკვე მიიღო ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მცირე რაოდენობა, ძუძუთი კვების დროს მიღებული რაოდენობა კი უფრო მცირეც კი იქნება.

სამწუხაროდ, სურვილისდა მიუხედავად, ზოგი ქალი ვერ ახერხებს შვილის ძუძუთი კვებას. თუ ასე მოხდა, თავი დამნაშავედ არ იგრძნოთ. ბავშვისთვის ყველაზე მნიშნელოვანია, რომ თქვენ თავიდან აირიდოთ სტრესი და შფოთი და ბედნიერი იყოთ.

როგრ შემიძლია თავიდან ავიცილო შესაძლო რისკები ძუძუთი კვებისას?

  • ღამით ბავშვი თქვენი საწოლის გვერდით დააწვინეთ და აჭამეთ მას თქვენს საწოლში. მაგრამ, უსაფრთხოების მიზნით, არ ჩაიწვინოთ ბავშვი საწოლში როცა გძინავთ.
  • თუ თქვენ შიშობთ, რომ ძილის ნაკლებობამ შეიძლება გულყრები გამოიწვიოს, წინასწარ გამოიწველეთ რძე ან გამოიყენეთ ხელოვნური კვება, რათა თქვენს პარტნიორს ან ნებისმიერ სხვა ოჯახის წევრს შეეძლოს ბავშის ღამით კვება.
  • თუ თქვენ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტს დღეში ერთხელ იღებთ, შეეცადეთ ის მიიღოთ ბავშვის ყველაზე ხანგრძლივი ძილის წინ. ეს, როგორც წესი, ძილისპირული კვების შედეგ ხდება.
  • თუ თქვენ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს დღეში რამდენჯერმე იღებთ, შეეცადეთ, რომ ის მიიღოთ მაშინვე, როცა მორჩებით ბავშვის ძუძუთი კვებას. ამ გზით, შემდეგი ძუძუთი კვების დროს მედიკამენტის კონცენტრაცია იქნება შესაძლო მაჩვენებლებიდან ყველაზე დაბალი.
  • განაგრძეთ თქვენი პრენატალური ვიტამინების მიღება თუ თქვენ ბავშვს ძუძუთი კვებთ და თუ მეორე ბავშვის გაჩენასაც გეგმავთ.

გულყრები, როცა თქვენ უკვე მშობელი ხართ

შეიძლება ჩემი გულყრები შეიცვალოს ბავშვის გაჩენის შემდეგ?

  ეს არაპროგნოზირებადია, თუმცა მშობიარობის შემდეგ პერიოდში თქვენი გულყრები შეიძლება გახშირდეს ან უფრო მძიმე გახდეს. თქვენი სხეული განიცდის სტრესს მშობიარობის დროს. ამასთანავე, ბავშვის მოვლის გამო თქვენ იქნებით აღელვებული და, ამავდროულად, შეშფოთებული.

ამასთანავე, იმის გამო, რომ ახალშობილის მოვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება, თქვენ შეიძლება გაგიჭრდეთ დასასვენებლად დროის გამონახვა. საკმარისი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ეპილეფსიით დაავადებული ადამიანისთვის – გახსოვდეთ, ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრები.

აგრეთვე, მშობიარობის შემდეგ თქვენი ჰორმონები კვლავ იცვლება, რადგან თქვენ უბრუნდებით ორსულობამდელ მდგომარეობას, ამის გამო ექიმს შეიძლება დასჭირდეს თქვენი მკურნალობის შეცვლა.

იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ ვხვდებით ოჯახური იდილიის სცენებს რეკლამებსა და სოციალურ ქსელებში, რეალობაში ცხოვრება ახალშობილთან ერთად სავსეა არეულობითა და სტრესით. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამას ვერ უმკლავდებით, გახსოვდეთ, რომ ეს ნორმალურია. ითხოვეთ დახმარება – ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ წარუმატებელი ხართ. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ თქვენ არაფრით განსხვავდენით სხვა ახალბედა დედებისგან და უბრალოდ ცოტაოდენი დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ.

როგორ შეიძლება გულყრის განვითარების რისკი შევამცირო?

  • მიიღეთ მედიკამენტები ზუსტად დანიშნულების მიხედვით – ეს არის პირველი და უმნიშვნელოვანესი რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ.
  • სთხოვეთ თქვენს ექიმს, რომ რეგულარულად აკონტროლოს თქვენი მედიკამენტების კონცენტრაცია სისხლში, რათა საჭიროების შემთხვევაში მან მედიკამენტების დოზირება დაარეგულიროს.
  • თუ ორსულობის დროს იღებდით მედიკამენტების უფრო მაღალ დოზას, დარწმუნდით, რომ იცით თქვენს ორგანიზმში წამლის მაღალი კონცენტრაციის არსებობაზე მიმანიშნებელი სიმპტომები, რათა ამის შესახებ აცნობოთ ექიმს.
  • ეცადეთ, რომ რაც შეიძლება მეტი დახმარება მიიღოთ თქვენი პარტნიორისგან, ოჯახის წევებისგან და მეგობრებისგან, რათა თქვენ გქონდეთ დრო დასვენებისთვის. აგრეთვე, ეცადეთ, რომ თქვენც გეძინოთ მაშინ, როდესაც ბავშვს ძინავს.
  • ნუ მისცემთ თავს ნერვიულობის უფლებას, თუ თქვენი სახლი არ არის იდეალურად მოწესრიგებული – ბავშვის მოვლას ძალიან დიდი დრო სჭირდება. ეს ყველაფერი დროებითია და ხდება ყველა სახლში ბავშვის გაჩენის შემდეგ.
  • შეეცადეთ გამონახოთ დრო დასასვენებლად და საკუთარი თავის გასანებივრებლად, მაშინ როდესაც სხვა უვლის ბავშვს. ვარჯიში და ჯანსაღი კვებაც ძალიან მნიშვნელოვანია
  • არ დამალოთ თქვენი ღელვა. თუ რაიმე გაღელვებთ ან რაიმე პრობლემა გაქვთ, თქვენი ექიმი ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ. სამშობიაროშიც მრავალ კარგ რჩევას მოგცემენ.
  • .

როგორ შემიძლია შევამცირო რისკი იმისა, რომ გულყრის დროს რაიმე ვავნო ჩემს შვილს?

ბანაობა და კვება

  • ბავშვს ტანსაცმელი ყოველთვის იატაკზე გამოუცვალეთ და არა გამოსაცვლელ მაგიდაზე.
  • როდესაც მარტო აბანავებთ ბავშვს გამოიყენეთ სველი ღრუბელი, საბავშვო აბაზანა გამოიყენეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვინმეა თქვენთან ერთად.
  • აუცილებლად გამოიყენეთ ღვედი, როდესაც ბავშვს სკამში სვამთ. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მშობლეს ეხება (და არა მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებულ მშობლებს).
  • როდეცას თქვენ აჭმევთ ბავშვს ყოველთვის ეცადეთ, რომ იატაკზე იჯდეთ. კომფორტის შესაქმნელად გამოიყენეთ ბალიშები.

შეიძლება მქონდეს მშობიარობისშემდგომი დეპრესია?

ბავშვის გაჩენას სიამოვნებასთან და სიხარულთან ერთად მოაქვს შფოთი და შიშიც. ასეთი განცდები შეიძლება ჰქონდეს ყველა ქალს, იმისდა მიუხედავად აქვს მას ეპილეფსია თუ – არა. ემოციების ნორმაში მოყვანას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.

თქვენ ასევე შეიძლება გქონდეთ დეპრესია მშობიარობიდან პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ, როგორც წესი, ეს დეპრესია ქრება მას შემდეგ, რაც ჰორმონები ნორმაში მოდის. თუმცა, ათიდან ერთ ქალში მშობიარობისშემდგომი დეპრესია უფრო დიდხანს გრძელდება. ყველაფრის მიუხედავად, გახსსოვდეთ, რომ დეპრესია არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ წარუმატებელი დედა ხართ.

თუ თქვენ ხართ სევდიანი, აჟიტირებული ან ადვილად გაღიზიანებადი, ან თუ გაწუხებთ უძილობა, ესაუბრეთ თქვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თქვენს ექიმს, რადგან თქვენ შეიძლება გქონდეთ მშობიარობისშემდგომი დეპრესია. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ დახმარების მიღება.

რა უნდა ვიცოდე კონტრაცეფციაზე მშობიარობის შემდეგ?

თქვენ შეიძლება ისევ დაორსულდეთ მშობიარობიდან სამი კვირის შემდეგ.

იმის გამო, რომ ეპილეფსიის მქონე ქალმა ყოველი ორსულობა წინასწარ უნდა დაიგეგმოს, რათა მოხდეს მისი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების კორექტირება (არსებობს სხვა ფაქტორებიც), მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება დაორსულდეთ მშობიარობიდან ძალიან მალე.

ამასთან, მშობიარობის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ძუძუთი კვებამ და ჰორმონულა ცვლილებებმა შეიძლება გაართულოს კონტრაცეპტივების მოქმედება.

გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგსა და მეანს, რათა მშობიარობის შემდეგ რამდენიმე კვირის პერიოდსითვის თქვენთვის შეირჩეს საუკეთსო თავის დაცვის საშუალება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ორსულობამდე თქვენ ჰორმონულ კონტრაცეპტივებს იყენებდით.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…

Pathways-Small