მე არც კი ვფიქრობ დაორსულებაზე

მაშინაც კი, თუ თქვენ ჯერ არ აპირებთ დაორსულებას, აუცილებელია გესმოდეთ:

  • როგორ შეიძლება ურთიერთქმედებდეს თქვენი ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები კონტრაცეპტივებთან. უნდა იცოდეთ, რომ შეიძლება თქვენმა მედიკამენტებმა შეაფერხოს კონტრაცეპტივების მოქმედება
  • ის რისკები, რომლებიც ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა ან გულყრებმა შეიძლება გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაუგეგმავად დაორსულდებით

ეპილეფსია და კონტრაცეფცია

რა უნდა ვიცოდე ეპილეფსიაზე და კონტრაცეფციაზე?

ეპილეფსიის მქონე ქალებს აქვთ კონტრაცეფციის მრავალი ეფექტური საშუალება არასასურველი ორსულობისაგან თავის დასაცავად. ორალური, ჰორმონალური კონტრაცეპტივები („ტაბლეტი“) ყველაზე ხშირად გამოიყენება ორსულობის თავიდან ასარიდებლად. უმეტესწილად, ეს კონტრაცეპტივები შეიცავს ესტროგენსა და პროგესტერონს, მათ „კომბინირებულ აბებსაც“ უწოდებენ.

ორალური კონტრაცეპტივები ქალებს ორსულობისგან ორი ძირითადი გზით იცავს:

  • ესტროგენი წყვეტს ოვუულაციას (მენსტრუაციის დროს კვერცხუჯრედის გამონთავისუფლებას)
  • პროგესტერონი წარმოქმნის სქელ ლორწოს საშვილოსნოს ყელში, რომელიც ხელს უშლის სპერმატოზოიდების მოძრაობას და მათ უნარს გაანაყოფიერონ კვერცხუჯრედი. ის ასევე ცვლის საშვილოსნოს ლორწოვან გარსს, რითიც ართულებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას (საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას). ზოგიერთი კონტრაცეპტივი მხოლოდ პროგესტერონს შეიცავს.

როგორ ურთიერთქმედებს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები კონტრაცეპტივებთან

ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი ზრდის იმის რისკს, რომ თქვენი კონტრაცეპტივი არ იმუშავებს. ეს არის ფერმენტების მაინდუცირებელი (მასტიმულირებელი)  მედიკამენტები, რომლებსაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ღვიძლში ჰორმონების დაშლაზე. ამის გამო შეიძლება დადგეს დაუგეგმავი ორსულობა.

სხვა ტიპის კონტრაცეპტივები ორგანიზმს აწოდებს ჰორმონებს სხვადასხვა გზით. როგორც წესი მათი მოქმედება უფრო ხანგრძლივია. ასეთი კონტაცეპტივებია:

  • პატჩები
  • ინიექციები
  • იმპლანტები
  • სხვა საშუალებები.

ეპილეფსია და ვალპორატი

რა არის ვალპორატი და რატომ არი ის საშიში ორსული ქალებისთვის?

ვალპორატი არის გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ. ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტურია გულყრების კონტროლისთვის, მაგრამ თუ მისი მიღებისას ქალი დაორსულდება დიდია იმის შანსი, რომ ბავშვი სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებითა და განვითარების პრობლემებით დაიბადოს.

შემთხვევათა 30-40%-ში ბავშვს ექნება სერიოზული განვითარების დარღვევები. შემთქვევათა 10%-ში კი ბავშვს თანდაყოლილი მანკი ექნება. მეტიც, ამ მედიკამენტმა ბავშვს შეიძლება ზიანი მანამ მიაყენოს სანამ ქალი გააცნობიერებს, რომ ის ორსულადაა.

იმისდა მიუხედავად, რომ ვალპორატის მიღება არ არის მიზანშეწონილი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიღება შეიძლება ერთადერთი არჩევანი იყოს, მაგალითად მაშინ, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არ მუშაობს.

როგორ შემიძლია ვალპორატის მიღებით გამოწვეული რისკების შემცირება?

თუ თქვენ იღებთ ისეთ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტს, რომელიც ვალპორატს შეიცავს, თქვენ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კონტრაცეპტივები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ არ ცხოვრობთ სქესობრივი ცხოვრებით. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც თქვენი ექიმი დარწმუნებულია იმაში, რომ თქვენ არ დაორსულდებით.

თუ თქვენ მაინც დაორსულდით ვალპორატის მიღების დროს, არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება მანამ, სანამ თქვენს ექიმს არ გაესაუბრებით. ეს იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი სიმპტომები არ გაუარესდეს.

არარეგულარული მენსტრუაცია და გამონადენები

აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, რომ ჩემი მენსტრუაცია არარეგულარულია?

თუ თქვენ გაქვთ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, ეს ართულებს ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღებას, რადგან თქვენი ჰორმონები არაა დაბალანსებული. თქვენმა ექიმმა უნდა იცოდეს იმის შესახებ, რომ თქვენ არარეგულარული მენსტრუალური ციკლი გაქვთ, რათა შეგირჩიოთ თქვენთვის ყველაზე ეფექტური კონტრაცეფციის საშუალება. თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გავლა.

ენდოკრინოლოგი არის ექიმი, რომელიც ადგენს და მკურნალობს ჰორმონალურ პრობლემებს.

არის თუ არა რაიმე სიგნალი, რომელიც მიმანიშნებს იმაზე, რომ ჩემი კონტრაცეპტივი არ მოქმედებს?

სისხლდენა, მაგალითად მენსტრუალური ციკლის შუაში, მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ ჰორმონულ კონტრაცეპტივს, შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ გაქვთ ოვულაცია და შეიძლება დაორსულდეთ.

როდესაც თქვენ იყენებთ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, სისხლდენა ნებისმიერ სხვა დროს, გარდა აქტიური აბებიდან არააქტიურზე გადასვლისას, შეიძლება მიანიშნებდეს, რომ კონტრაცეპტივი არ მუშაობს. თუ თქვენ გაქვთ სისხლდენა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, რათა მან გირჩიოთ დამატებითი კონტრაცეფციის სხვადასხვა სხეები, მაგალითად:

  • დიაფრაგმა
  • სპერმიციდული ვაგინალური კრემი
  • პრეზერვატივები

შემთხვევითი ან დაუგეგმავი ორსულობა

რა უნდა ვქნა თუ შემთხევით დავორსულდი?

  1. უეცრად არ შეწყვიტოთ თქვენი გულყრის საწინააღმდეეგო მედიკამენტების მიღება.
  2. აუცილებლად მიიღეთ რჩევა თქვენი ექიმისგან მანამ, სანამ დანიშნულ მკურნალობაში რაიმე ცვლილებას შეიტანთ.

გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების უეცარი შეწყვეტის გამო, თქვენ შეიძლება ისევ დაგემართოთ გულყრა. ეს გულყრები შეიძლება იმაზე ძლიერი იყოს, ვიდრე ადრე. ამგვარ სიტუაციაში მყოფ ქალებს ხანდახან უჭირთ გულყრებზე კონტროლის აღდგენა.

გახსოვდეთ – გულყრებით გამოწვეული რისკები ეპილეფსიის დროს შეიძლება გულისხმობდეს უეცარი სიკვდილის რისკსაც. გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების უეცარმა შეწყვეტამაც შეიძლება ჩაგაყენოთ სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, რომელიც ეპილეფსიური სტატუსის სახელითაა ცნობილი.

მომავალში, თუ თქვენ გადაწყვეტთ დაორსულებას, ორსულობის დაგეგმვა მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა დაიწყოთ, რათა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექიმმა დაგირეგულიროთ მედიკამენტების დოზირება.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…