მე ორსულად ვარ!

გილოცავთ – ორსულობა საოცარი პერიოდია ყველა ქალისთვის.

თუმცა, იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ ეპილეფსია, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ კონკრეტული საკითხები და მიიღოთ გარკვეული პრევენციული ზომები.

Advice for Mothers with Epilepsy
კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს ექიმს
  1. ორსულობისას ჩემი გულყრები შეიცვლება?
  2. რა მოხდება თუ ორსულობისას გულყრა დამემართება?
  3. გულყრის შემდეგ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში უნდა წავიდე?
  4. როგორ მივხვდე, რომ ვაგინალური სისხლდენა რაიმე სერიოზული საფრთხის ნიშანია?
  5. ჩემს მედიკამენტებს ბავშვზე გავლენა ექნება?
  6. რამდენად სავარაუდოა, რომ ჩემს შვილსაც ჰქონდეს ეპილეფსია?
  7. რა საჭმელი უნდა ვჭამო, რათა ჩემმა სხეულმა უკეთ შეითვისოს ფოლიუმის მჟავა?
  8. აუცილებლად საკეისრო კვეთით უნდა ვიმშობიარო?
  9. შევძლებ ბავშვის ძუძუთი კვებას?
  10. რამდენად ხშირად უნდა მივიდე ექიმთან ორსულობისას?
  11. იღებთ თუ არა მონაწილეობას EURAP-ის კვლევაში (ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური მედიკამენტების გავლენის გრძელვადიანი საერთაშორისო კვლევა)?

თქვენი ორსულობის მართვა

რა უნდა ვიცოდე პირველ რიგში?

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე დაუკავშირდეთ თქვენს ექიმს და/ან ეპილეფსიაში სპეციალიზირებულ ექთანს და შეატყობინოთ მათ თქვენი ახალი ამბავი. ასევე მნიშვნელოვანია:

  • გააგრძელეთ თქვენი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება დანიშნულების მიხედვით – რაიმე ცვლილება მხოლოდ ექიმის რჩევით შეიძლება გააკეთოთ.
  • გქონდეთ ინფორმაცია თქვენი გულყრის ტიპისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ.
  • ყურადღება მიადევნეთ თქვენს გულყრებს და მათ გამომწვევ მიზეზებს, ნებისმიერი ცვლილების შესახებ შეატყობინეთ თქვენს ექიმს.
  • გახსოვდეთ, რომ ახლა თქვენ უნდა იზრუნოთ თქვენს თავზეც და ბავშვზეც
    • მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს
    • იკვებეთ ჯანსაღად
    • დაისვენეთ და გეძინოთ საკმარისად დიდხანს
    • მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.

ორსულობისას ჩემი გულყრები გაუარესდება?

ეპილეფსიით დაავადებულ ქალთა უმრავლესობას ორსულობისას ზუსტად იგივე სიხშირით აქვს გულყრები, როგორც ჩვეულებრივ დროს. ზოგიერთ ქალს ორსულობისას  გულყრები უფრო იშვიათად აქვს.

სამწუხაროდ, ზოგიერთ ქალს ორსულობისას გულყრები  უფრო ხშირად უვითარდება, ან უფრო მძიმე გულყრები აქვს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის დროს მომხდარმა ჰორმონულმა, ფიზიკურმა და ხანდახან ფსიქიკურმა ცვლილებებმა, მაგალითად:

  • თქვენი ორგანიზმის პასუხი მედიკამენტებზე იცვლება, რადგან ორსულობის თანმხლები ჰორმონული ცვლილებები თქვენს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს ნაკლებად ეფექტურს ხდის.
  • ტოქსიკოზით გამოწვეული გულისრევის გამო თქვენ შეიძლება ამოაღებინოთ თქვენი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები მანამ, სანამ ორგანიზმი მათ შეთვისებას მოასწრებს. ეს განსაკუთრებით ხშირად ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში ხდება.
  • რადგან ორსულობის დროს თითქმის ყველა ქალი იმატებს წონაში, გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების ის დოზა, რომელსაც იღებდით შეიძლება აღარ იყოს საკმარისი თქვენთვის, ამიტომ ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა.

თქვენსა და თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე ღელვა იწვევს სტრესსა და ძილის ნაკლებობას, ეს კი შეიძლება გულყრის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახდეს მრავალ ეპილეფსიის მქონე ადამიანში.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს ექიმს
  1. ორსულობისას ჩემი გულყრები შეიცვლება?
  2. რა მოხდება თუ ორსულობისას გულყრა დამემართება?
  3. გულყრის შემდეგ სასწრაფო დახმარების განყოფილებაში უნდა წავიდე?
  4. როგორ მივხვდე, რომ ვაგინალური სისხლდენა რაიმე სერიოზული საფრთხის ნიშანია?
  5. ჩემს მედიკამენტებს ბავშვზე გავლენა ექნება?
  6. რამდენად სავარაუდოა, რომ ჩემს შვილსაც ჰქონდეს ეპილეფსია?
  7. რა საჭმელი უნდა ვჭამო, რათა ჩემმა სხეულმა უკეთ შეითვისოს ფოლიუმის მჟავა?
  8. აუცილებლად საკეისრო კვეთით უნდა ვიმშობიარო?
  9. შევძლებ ბავშვის ძუძუთი კვებას?
  10. რამდენად ხშირად უნდა მივიდე ექიმთან ორსულობისას?
  11. იღებთ თუ არა მონაწილეობას EURAP-ის კვლევაში (ორსულობის დროს ანტიეპილეფსიური მედიკამენტების გავლენის გრძელვადიანი საერთაშორისო კვლევა)?

თქვენი შვილი და ეპილეფსია

ჩემს შვილსაც შეიძლება ეპილეფსია ჰქონდეს?

ეპილეფსიით დაავადებული მშობლის შვილს მხოლოდ ოდნავ უფრო მაღალი რისკი აქვს იმისა, რომ მასაც ჰქონდეს ეპილეფსია. ადამიანების მთლიან პოპულაციაში იმის რისკი, რომ ბავშვს ჰქონდეს არაპროვოცირებული ეპილეფსიური გულყრა არის 1%-დან 2%-მდე, ეპილეფსიით დაავადებული მშობლების შვილებში კი ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია – 6%.

იმის რისკი, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ეპილეფსია იზრდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ეპილეფსია მემკვიდრეობითია (გენეტიკური ეტიოლოგია).

თუ თქვენ შიშობთ, რომ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს ეპილეფსია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გენეტიკური კონსულტციის გავლის  შესახებ. გახსოვდეთ – იმ ბავშვების უმრავლესობაში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია,  გულყრები სრულებით კონტროლდება და ისინი  ცხოვრობენ ნორმალური ცხოვრებით.

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩემს შვილს ორსულობის პერიოდში?

გულყრებმაც და გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ნაყოფს. გულყრებმა ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • მუცლის მოშლა
  • ბავშვის გულისცემის საშიში დაქვეითება.

ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტის ზემოქმედება განვითარებად ნაყოფზე ზრდის კოგნიტური დარღვევების რისკს, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით რა საფრთხე ახლავს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების სხვადასხვა კომბინაციებს.

მიუხედავად ამისა, გულყრების კონტროლი ორსულობისას უმნიშვნელოვანესია, რადგან არაკონტროლირებადი გულყრებით გამოწვეული რისკი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მედიკამენტების მიღებით გამოწვეული საფრთხე.

რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შევამცირო შესაძლო თანდაყოლილი დეფექტების ქონის რისკი?

იდეალურ შემთხვევაში დაორსულებამდე უნდა მიიღოთ ფოლიუმის მჟავა.

ბავშვების უმრავლესობას დაბადებისას აქვს K ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია სისხლში. ეს ვიტამინი ეხმარება სისხლის შედედებას, რითიც ხელს უშლის სერიოზული სისხლდენების განვითარებას. ზოგიერთმა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, მაგალითად ფენოტოინმა და ფენობარბიტალმა, შეიძლება ახალშობილში გამოიწვიოს K ვიტამინის ნაკლებობა.

თუმცა, თუ თქვენი შვილი მიიღებს K ვიტამინს დაბადებისას (ეს საზოგადოდ მიღებული პრაქტიკაა სამშობიაროების უმრავლესობაში), ბავშვს არ ექნება K ვიტამინის ნაკლებობა.

თუ თქვენ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს K ვიტამინის ნაკლებობა, გაესაურბეთ თქვენს ექიმს მანამ, სანამ რაიმე ცვლილებას შეიტანთ საკუთარ მკურნალობაში.

ვალპროატი: რა უნდა იცოდეთ მის შესახებ

რა უნდა გავაკეთო თუ ვიღებ ვალპროატს, მაგრამ მსურს დაორსულება?

ვალპროატი არის გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ. იგი არის ძალიან ეფექტური გულყრების კონტროლისთვის, მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია და დაორსულდებით მაშინ, როდესაც იღებთ ვალპროატს, არსებობს რისკი იმისა, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და განვითარების პრობლემები. ფოლიუმის მჟავის მიღება არ ამცირებს ამ რისკებს.

იმისდა მიუხედავად, რომ ვალპორატის მიღება არ არის მიზანშეწონილი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალებისთვის, ზოგ შემთხვევაში მისი მიღება შეიძლება ერთადერთი არჩევანი იყოს, მაგალითად მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობის საშუალებები არ მუშაობს. ასეთ შემთხვევბში ქალმა უნდა მიიღოს სერიოზული ზომები, რათა არ დაორსულდეს.

თუ ქალი, რომელიც იღებს ვალპროატს, რისკების მიუხედავად, გადაწყვეტს დაორსულებას, მაშინ ქალმა უნდა იცოდეს და აღიაროს, რომ არის მაღალი შანსი იმისა, რომ ბავშვი დაიბადება სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებით.

რა არის ორსულობისას ვალპროატის მიღებით გამოწვეული რისკები?

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ვალპროატს ორსულობის დროს:

  • დაახლოებით ასიდან ათ ბავშვს ექნება თანდაყოლილი დეფექტები, ზოგადად ქალებში კი ეს რიცხვი ასიდან ორი-სამი ბავშვია. ეს დეფექტებია:
    • სპინა ბიფიდა – როდესაც ხერხემლის მალები არ არის ბოლომდე განვითარებული
    • სახისა და თავის ქალას მანკები – მაგალითად: კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა, ამ დროს ზედა ტუჩი ან სახის ძვლები გაყოფილია.
    • კიდურების, გულის , თირკმლების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების მანკები
    • სმენის პრობლემები ან სიყრუე.
  • ასიდან 30-40 ბავშვს ექნება განვითარების პრობლემები, მაგალითად:
    • სიარულისა და მეტყველების დაწყების დაგვიანება
    • მათი ასაკის ბავშვებთან შედარებით დაბალი ინტელექტი
    • მეტყველების ჩამორჩენა ან დარღვევა
    • მეხსიერების პრობლემები.
  • დიდია აუტიზმის, აუტიზმის სპექტრის აშლილობების, ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტივობის სინდრომის  (ADHD)  განვითარების რისკი

როგორ შემიძლია მოვიპოვო მეტი ინფორმაცია ვალპორატზე?

2018 წლის თებერვალში ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) წარმოადგინა ზომები, რომლებმაც უნდა შეამცირონ არდაბადებულ ბავშვებზე ვალპორატის ზემოქმედება. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უკვე დანერგა ეს პროგრამა, გაერთიანებულ სამეფოსაც აქვს საკუთარი უსაფრთხოების პროგრამა.

რა უნდა ვქნა, თუ გავიგებ, რომ ორსულად ვარ მაშინ, როდესავ ვალპოროატს ვიღებ?

თუ თქვენ დაორსულდით ვალპორატის მიღების დროს, არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება მანამ, სანამ თქვენს ექიმს არ გაესაუბრებით. ეს იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სიმპტომები შეიძლება გაუარესდეს.

თუ ორსულად ხართ, რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით თქვენს ექიმს. მან შეიძლება ვალპროატის მიღების გაგრძელება გირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს თქვენთვის სხვა ეფექტური მკურნალობა.

მშობიარობა

ჩვეულებრივი მშობიარობა მექნება?

ეპილეფსიით დაავადებული ქალების უმრავლესობას აქვს ნორმალური, ბუნებრივი მშობიარობა.

იმის რისკი, რომ თქვენ დაგემართოთ გულყრა მშობიარობის დროს ძალიან დაბალია. თუ გულყრა მაინც დაგემართებათ, თქვენ შეგეძლებათ მშობიარობის ჩვეულებრივად გაგრძელება, თუ სამედიცინო ჯგუფი დარწმუნდება, რომ თქვენი და თქვენი შვილის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. თუ მედიკოსებს ჩათვლიან, რომ არსებობს რაიმე რისკი, მათ შეიძლება გადაწყვიტონ საკეისრო კვეთის ჩატარება.

შემიძლია მშობიარობის დროს გულყრის მოხდენის რისკი შევამცირო?

კარგია ამბავია, რომ  თქვენ, მართლაც, შეგიძლიათ შემაციროთ მშობიარობისას გულყრის განვითარების რისკი შემდეგი გზებით:

  • მთავარია ადრეული მომზადება. მშობიარობამდე გაესაუბრეთ თქვენს ნევროლოგსა და მეან-გინეკოლოგს, რათა ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც მათთან ერთად მიიღებთ, შეტანილი იყოს  თქვენს ისტორიაში და მათი გამოყენება შესაძლებელი იყოს მშობიარობის დღეს.
  • წაიღეთ თქვენი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები საავადმყოფოში და მიიღეთ ისინი ჩვეულ დროს. თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ სამედიცინო პერსონალს ან თქვენს პარტნიორს, რომ შეგახსენოთ მათი მიღება.
  • თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ საკეისრო კვეთა, აუცილებლად შეატყობინეთ სამედიცინო პერსონალს თქვენი მედიკამენტების შესახებ. თქვენ შეიძლება მედიკამენტები მიიღოთ წინასწარ ან, საჭიროების შემთხვევაში, თქვენ მათ ინტრავენულად შეგიყვანენ.
  • გაიკეთეთ ეპიდურლი ანესთეზია მშობიარობის დასაწყისში, რადგან ტკივილმა შეიძლება მოახდინოს გულყრის პროვოცირება.
  • აუცილებლად შეატყობინეთ სამედიცინო პერსონალს თქვენი გულყრების გამომწვევ მიზეზებზე („ტრიგერებზე“), განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს მიზეზებია სტრესი და ძილის ნაკლებობა, აცნობეთ მათ, თუ როგორ შეიძლება ამ მიზეზების თავიდან არიდება.

თუ თქვენ გექნებათ გულისრევის შეგრძნება, შეატყობინეთ თქვენს გარშემომყოფებს ამის შესახებ, რათა მათ შეძლონ თქვენი დახმარება, რომ არ ამოაღებინოთ თქვენი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები მანამ, სანამ თქვენი სეხული მათ შეითვისებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობიარობის დღეს ჩვეულებისამებრ მიიღოთ თქვენი მედიკამენტები.

როგორ უნდა გავუმკლავდე ტკივილს მშობიარობისას?

თქვენ გაქვთ დიდი არჩევანი. კარგი იქნება მშობიარობის გეგმის შემუშავება წინასწარ, მშობიარობის დღემდე. გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები მშობიარობის გეგმის შედგენისას:

  • ეპიდურული ანესთეზია მშობიარობის დასაწყისში საკმაოდ შეამცირებს ტკივილს და მოგცემთ საშუალებას რომ მოისვენოთ და მოდუნდეთ.
  • პეტიდინი ხშირად გამოიყენება მშობიარობისას და ის ამცირებს ტკივილს, მაგრამ პეტიდინის დიდი დოზა შეიძლება გახდეს გულყრის გამომწვევი მიზეზი.
  • TENS (კანქვეშა (ტრანსკუტანული) ელექტრული ნერვული სტიმულაცია) იგი აფერხებს ტკივილის ნერვულ ბოჭკოებში გადატანას და ენდორფინის (სხეულის ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი) წარმოქმნას უწყობს ხელს. TENS აპარატები კარგად მუშაობს მშობიარობის ადრეულ ეტაპებზე და ეპილეფსიის მქონე ქალებსაც შეუძლიათ მათი გამოყენება.
  • ბევრი ქალი თვლის, რომ სუნთქვითი ვარჯიშები, რომლებსაც ხშირად ორსულების გაკვეთილებზე ასწავლიან, ძალიან ეხმარებათ მათ ტკივილის დაძლევაში. თუმცა, იმის გამო, რომ თქვენ გაქვთ ეპილეფსია უნდა მოერიდოთ ზედმეტად ხშირ სუნთქვასაც, რადაგან ესეც შეიძლება გახდეს გულყრის გამომწვევი მიზეზი.

წყალში მშობიარობა ზედამხედველობის გარეშე ძალიან საშიშა, რადგან თქვენ შეიძლება დაიხრჩოთ გულყრის დროს.

როდესაც თქვენი ბავშვი უკვე დაიბადა

უნდა შევცვალო თუ არა ბავშვის დაბადების შემდეგ ჩემი გულყრის საწინააღმდეგო მკედიკამენტების?

რადგან თქვენი ორსულობა დასრულდა, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ მედიკამენტების დოზის შეცვლა. თქვენს ნევროლოგთან ერთად შეადგინეთ გეგმა და დააკვირდით თქვენს სისხლში გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების კონცენტრაციას, რათა მან, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს დოზა.

შემიძლია ჩემი შვილი ძუძუთი ვკვებო?

როგორც წესი, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია, თქვენ მაინც შეგიძლიათ თქვენი შვილი ძუძუთი კვებოთ და ეს მას არანაირ ზიანს არ მიაყენებს. მუცლად ყოფნისას თქვენმა შვილმა უკვე მიიღო ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტების მცირე რაოდენობა, ძუძუთი კვების დროს მიღებული რაოდენობა კი უფრო მცირეც კი იქნება.

გაიგეთ კიდევ ბევრი რამ ძუძუთი კვებაზე და დედობაზე ეპილეფსიის მქონე ქალებში, მაგალითად: სახლის უსაფრთხოება, ჩვილის მოვლა, უსაფრთხხოება გულყრების დროს და კიდევ მეტი შემდეგ გვერდზე – მე დედა ვარ.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…

Pathways-Small