ეპილეფსიის მქონე ქალების მხარდაჭერა

სქესობრივი განვითარების, მენსტრუაციის, ორსულობისაგან დაცვისა და ორსულობის სამყარო საკმაოდ რთულია, მაგრამ, როდესაც გაქვთ ეპილეფსია, არსებობს კიდევ დამატებითი საკითხები, რომლებზეც უნდა იფიქროთ. სამწუხაროდ, ქალებისათვის ეპილეფსიის დიაგნოზით, ცხოვრება ნამდვილად განსხვავდება იმავე დიაგნოზის მქონე მამაკაცების ცხოვრებისგან. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ, დაწვრილებითი ინფორმაცია მივაწოდოთ შვილოსნობის ასაკში მყოფ ქალებს, განურჩევლად იმისა სურთ თუ არა მათ დაორსულება.
დასაწყისისთვის, რათა გაიგოთ მეტი ზოგადად ეპილეფსიაზე და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებიც ქალებმა უნდა იცოდნენ ნახეთ ჩვენი -ეპილეფსია ქალებში.

შესავალი – ეპილეფსია ქალებში

ორსულობა ეპილეფსიის მქონე ქალებში

ორსულობა და ბავშვის გაჩენა ძალიან ამაღელვებელი დროა, ეს საოცარი დრო სავსეა მოლოდინითა და სიხარულით. მაგრამ ეპილეფსიის მქონე ქალებისთვის დაორსულება და ბავშვის გაჩენა გარკვეულ სირთულეებთანაცაა დაკავშირებული.

გარწმუნებთ, რომ, ყველაფრის მიუხედავად, ეპილეფსიის მქონე ქალების უმრავლესობას აქვთ წარმატებული ორსულობა და მათ უჩნდებათ ჯანმრთელი ბავშვები.

იმისათვის, რომ გქონდეთ ჯანსაღი ორსულობა და მშობიარობა საჭიროა გარკვეული ინფორმაციის ქონა და წინასწარი მომზადება ორსულობისთვის. თუ თქვენ გაქვთ ეპილესია და აპირებთ ბავშვის გაჩენას, მაშინ თქვენ უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული საკითხები ორსულობასთან დაკავშირებით, მაგალითად:

  • სწორი მედიკამენტების შერჩევა
  • იმ რისკების გაცნობიერება, რომლებიც თავიდან უნდა აირიდოთ ორსულობისას

ყველა ქალს არ სურს ოჯახის შექმნა, თუმცა ყოველმა ქალმა, რომელიც შეიძლება იყოს სექსუალურად აქტიური უნდა იცოდეს ეპილეფსიისა და კონტრაცეფციის შესახებ, მათ შორის იმ ქალებმაც, რომლებსაც უკვე აქვთ ოჯახი.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…

მაშინაც კი თუ უახლოეს ხანს არ გეგმავთ ორსულობას, უნდა იცოდეთ რომ.
დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ აქ

როგორც ეპილეფსიის მქონე ქალმა, თქვენ წინასწარ უნდა დაგეგმოთ თქვენი ორსულობა, რომ ის იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო.
დაწვრილებით

ორსულობა საოცარი ხანაა ყველა ქალისთვის. მაგრამ ვინაიდან თქვენ ეპილეფსია გაქვთ, უნდა გახსოვდეთ გარკვეული პრობლემები და მიიღოთ ზოგიერთი პროფილაქტიკური ზომა.
დაწვრილებით

ეს ძვირფასი და ამაღელვებელი პერიოდია ახალგაზრდა მშობლებისათვის. მაგრამ ეს დრო ასევე სავსეა კითხვებით და ზოგჯერ ნერვიულობით.
დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ

ინფორმაცია სამედიცინო სპეციალისტებისთვის

ეპილეფსიის მქონე ქალებს აქვთ ამ დიაგნოზის მქონე მამაკაცებისგან განსხვავებული სირთულეები. ქალებს, განსაკუთრებით შვილოსნობის ასაკში, უნდა შეეძლოთ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრონ საკუთარ ექიმს.

ქალებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვები მკურნალობაზე და რისკების შემცირებაზე, როდესაც საქმე ეხება::

  • კონტრაცეფციას
  • ორსულობის დაგეგმვას
  • მშობიარობას.
გაიგე მეტი