ორსულობის დაგეგმვა

როგორც ეპილეფსიის მქონე ქალმა, მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ დაგეგმოთ ორსულობა. მნიშვნელოვანია გესმოდეთ:

  • რა უნდა იცოდეთ და რა უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ ჯანმრთელი ორსულობა გქონდეთ
  • ის, რისკები, რომლებიც შეიძლება დაემუქროს ნაყოფს, თუ თქვენი ორსულობა არ კონტროლდება
კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს ექიმს
  1. ხომ არ გამიჭირდება დაორსულება ეპილეფსიის გამო?
  2. რას ნიშნავს ორსულობის დაგეგმვა ჩემთვის?
  3. რა უნდა იყოს ჩემი გეგმის ეტაპები და არის თუ არა ვადები რეალისტური?
  4. რა უნდა გავეკეთო შემდეგ? მაგალითად, უნდა მივიღო თუ არა კონტრაცეპრივები იმ პერიოდში, როდესაც ხდება ჩემი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების დარეგულირება და ჩემი გულყრების კონტროლის სგაუმჯობესება?
  5. რა არის ორსულობის წინა პერიოდში გულყრების კონტროლის დადებითი მხარეები?
  6. თუ დავორსულდი, რა რისკები შეიძლება შეუქმნას ჩემმა მედიკამენტებმა ბავშვს?
  7. რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას გულყრებმა მე და ჩემს შვილს ორსულობის დროს?
  8. რას მეტყვით SUDEP-ის (ეპილეფსიის დროს უეცარი მოულოდნელი სიკვდილის) რისკის შესახებ?
  9. რა არის გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების ალტერნატივა? შესაძლოა თუ არა ეს იყოს სხვა მკურნალობა, მაგალითად ქირურგიული ოპერაცია ან ცთომილი ნერვის სტიმულაციით (VNS) თერაპია?

რა უნდა გაითვალისწინოთ წინასწარ

შევძლებ დავორსულდე?

დღესდღეობით ძალიან ბევრი ეპილეფსიით დაავადებული ქალი ორსულდება და აჩენს ჯანმრთელ ბავშვს. ეს სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ  გაუმჯობესდა გულყრების კონტროლის შესაძლებლობები, საზოგადოებამ კი მეტი  ინფორმაცია მიიღო ეპილეფსიაზე, ამის შედეგად უფრო მეტი ეპილეფსიის მქონე ადამიანი იწყებს გრძელვადიან ურთიერთობებს.

ამისა, ეპილეფსიის მქონე  ქალებს, სხვებთან შედარებით, ნაკლები შვილი და დაორსულების შედარებით ნაკლები შანსი აქვთ. ეს გამოწვეულია გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებით  გამოწვეული  მენსტრუალური ციკლის დარღვევებით და სხვა გინეკოლოგიური პრობლემებით.

ჩვენ ვიცით, რომ ჰორმონების რეგულირებაზე თავის ტვინის საფეთქლის ნწილი არის პასუხისმგებელი. თუ თქვენ გაქვთ გულყრები თავის ტვინის ამ უბანში, მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ გქონდეთ არარეგულარული მენსტრუიაცია, საკვერცხის კისტები ან ადრეული მენოპაუზა, ეს ყველაფერი კი ართულებს დაორსულებას.

აგრეთვე, გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებსაც შეიძლება გავლენა ჰქონდეთ თქვენი ჰორმონებზე და გამოიწვიოს შვილოსნობის პრობლემები.

რა უნდა ვიცოდე დაორსულებამდე?

ჯანსაღი ორსულობა შესაძლებელია – ეპილეფსიის მქონე ქალების უმრავლესობას ჯანმრთელი ბავშვები ჰყავთ. ორსულობა წინასწარ უნდა დაგეგმოთ, მომზადება ერთი წლით ადრეც კი უნდა დაიწყოთ. ჯანმრთელი ორსულობისათვის მთავარია წინასწარი დაგეგმვა!

  • გახსოვდეთ, იმისდა მიუხედავად, რომ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმა შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ბავშვზე, გულყრებსაც შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მასზე. დაფიქრდით ამ საკითხზე და ასევე იმაზეც, რომ ორსულობამ შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენი გულყრების სიხშირესა და სიმძმეზე.
  • ნებისმიერმა მედიკამენტმა შეიძლება გაზარდოს ნაყოფის განვითარების მანკების რისკი. ეს ხდება ნაყოფის განვითარების ძალიან ადრეულ ეტაპზე, შეიძლება იქამდეც კი, სანამ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, ამიტომ აუცილებელია ორსულობის წინასწარი დაგეგმვა.
  • ყველა ქალი განსხვავებულია, ამიტომ ექიმთან კონსულტაციის გავლის გარეშე, თვითნებურად ან ინტერნეტში მიღებული რჩევებთ არ მიიღოთ გადაწყვეტილებები.

რა უნდა გავაკეთო თუ ბავშის გაჩენა გადავწყვიტე?

  • შეატყობინეთ ექიმს თქვენი გეგმების შესახებ, რათა მან, თქვენი ეპილეფსიის ტიპის გათვალისწინებით, შეგირჩიოთ ყველაზე ეფექტური და ამავდროულად ბავშვისთვის უსაფრთხო გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი. სწორად შერჩეულმა მედიკამენტმა უნდა შეამციროს ან საერთოდ აღმოფხვრას გულყრები და, ამავდროულად, ის საფრთხე, რომელიც მან შეიძლება ნაყოფს შეუქმნას მინიმალური უნდა იყოს.
  • ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სისხლში გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების კონცენტრაციის გაზომვა მანამ, სანამ დაორსულდებით. კონცენტრაციას სისხლის ნიმუშში განსაზღვრავენ და ექიმს ეს საწყისი მონაცემი შეიძლება გამოადგეს იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის დროს თქვენ რაიმე პრობლემა შეგექმნებათ.
  • აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გინეკოლოგთან და დაიწყეთ პრენატალური ვიტამინებისა და ფოლიუმის მჟავის მიღება მანამ, სანამ დაორსულდებით, რათა თავიდან აიცილოთ ნაყოფის თანდაყოლილი მანკები. ეს უნდა დაიწყოთ დაორსულებამდე სამი თვით ადრე მაინც. გაარკვიეთ რა რაოდენობის ფოლიუმის მჟავა უნდა მიიღოთ, რადგან ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტის მიღებისას ქალს მეტი რაოდენობის ფოლიუმის მჟავის მიღება სჭირდება.
  • თვალყური ადევნეთ თქვენს გულყრებს და მათ გამომწვევ მიზეზებს.
  • იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით: რეგულარულად ივარჯიშეთ, ჯანსარად იკვებეთ და შეიმუშავეთ ძილის ჯანსაღი რეჟიმი.

ეცადეთ ექიმთან ოჯახის წევრების ან მეგობრების თანხლებით მიხვიდეთ.

კითხვები, რომლებიც უნდა დაუსვათ თქვენს ექიმს
  1. ხომ არ გამიჭირდება დაორსულება ეპილეფსიის გამო?
  2. რას ნიშნავს ორსულობის დაგეგმვა ჩემთვის?
  3. რა უნდა იყოს ჩემი გეგმის ეტაპები და არის თუ არა ვადები რეალისტური?
  4. რა უნდა გავეკეთო შემდეგ? მაგალითად, უნდა მივიღო თუ არა კონტრაცეპრივები იმ პერიოდში, როდესაც ხდება ჩემი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების დარეგულირება და ჩემი გულყრების კონტროლის სგაუმჯობესება?
  5. რა არის ორსულობის წინა პერიოდში გულყრების კონტროლის დადებითი მხარეები?
  6. თუ დავორსულდი, რა რისკები შეიძლება შეუქმნას ჩემმა მედიკამენტებმა ბავშვს?
  7. რა საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას გულყრებმა მე და ჩემს შვილს ორსულობის დროს?
  8. რას მეტყვით SUDEP-ის (ეპილეფსიის დროს უეცარი მოულოდნელი სიკვდილის) რისკის შესახებ?
  9. რა არის გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების ალტერნატივა? შესაძლოა თუ არა ეს იყოს სხვა მკურნალობა, მაგალითად ქირურგიული ოპერაცია ან ცთომილი ნერვის სტიმულაციით (VNS) თერაპია?

წუხილები თქვენს შვილზე

ჩემს შვილსაც შეიძლება ეპილეფსია ჰქონდეს?

ეპილეფსიის მქონე  მშობლის შვილს მხოლოდ ოდნავ უფრო მაღალი რისკი აქვს იმისა, რომ მასაც ჰქონდეს ეპილეფსია. ადამიანების მთლიან პოპულაციაში იმის რისკი, რომ ბავშვს ჰქონდეს არაპროვოცირებული ეპილეფსიური გულყრა არის 1%-დან 2%-მდე, ეპილეფსიით დაავადებული მშობლების შვილებში კი ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია – 6%.

იმის რისკი, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს ეპილეფსია იზრდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ეპილეფსია მემკვიდრეობითია (გენეტიკური ეტიოლოგია).

თუ თქვენ შიშობთ, რომ ბავშვსაც შეიძლება ჰქონდეს ეპილეფსია, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს გენეტიკური კონსულტციის  შესახებ. გახსოვდეთ – იმ ბავშვების უმრავლესობაში, რომლებსაც აქვთ ეპილეფსია,  გულყრები სრულებით კონტროლდება და ისინი  ცხოვრობენ ნორმალური ცხოვრებით.

რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩემს შვილს ორსულობის დროს?

გულყრებმაც და გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ნაყოფს. გულყრებმა ორსულობის დროს შეიძლება გამოიწვიოს:

  • ნაადრევი მშობიარობა
  • მუცლის მოშლა
  • ბავშვის გულისცემის საშიში დაქვეითება

ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტის ზემოქმედება განვითარებად ნაყოფზე ზრდის კოგნიტური დარღვევების რისკს, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით რა საფრთხე ახლავს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების სხვადასხვა კომბინაციებს.

მიუხედავად ამისა, გულყრების კონტროლი ორსულობისას უმნიშვნელოვანესია, რადგან არაკონტროლირებადი გულყრებით გამოწვეული რისკი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მედიკამენტების მიღებით გამოწვეული საფრთხე.

რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ შევამცირო ბავშვის შესაძლო თანდაყოლილი დეფექტების ქონის რისკი?

ქალებს შეუძლიათ შესაძლო თანდაყოლილი დეფექტების რისკი შეამცირონ ფოლიუმის მჟავის მიღებით, იმ პერიოდში, როდესაც ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინი ფორმირდება, ეს ორსულობის პირველ სამ თვეშ ხდება. ამიტომაა, რომ ქალებმა ფოლიუმის მჟავის მიღებბა დაორსულებამდე უნდა დაიწყონ.

სინამდვილეში, ყველა ეპილეფსიით დაავადებულმა ქალმა, რომელიც შვილოსნობის ასაკშია, უნდა მიიღოს ფოლიუმის მჟავის ყოველდღიური დანამატები.

ბავშვების უმრავლესობას დაბადებისას აქვს K ვიტამინის ნაკლებობა, ეს ვიტამინი ეხმარება სისხლის შედედებას, რითიც ხელს უშლის სერიოზული სისხლდენების განვითარებას. ზოგიერთმა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტმა, მაგალითად ფენოტიონმა და ფენობარბიტალმა, შეიძლება ახალშობილში გამოიწვიოს K ვიტამინის ნაკლებობა.

თუმცა, თუ თქვენი შვილი მიიღებს K ვიტამინს დაბადებისას (ეს მიღებული პრაქტიკაა სამშობიაროების უმრავლესობაში), ბავშვს არ ექნება K ვიტამინის ნაკლებობა.

თუ თქვენ იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს K ვიტამინის დეფიციტი, გაესაურბეთ თქვენს ექიმს მანამ, სანამ რაიმე ცვლილებებს შეიტანთ მკურნალობაში.

ვალპროატი: რა უნდა იცოდეთ მის შესახებ

რა მოხდეება თუ მე დავვორსულდები მაშინ, როდესაც ვიღებ ვალპროატს?

ვალპროატი არის გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ. ის არის ძალიან ეფექტური გულყრების კონტროლისთვის, მაგრამ, თუ თქვენ გაქვთ ეპილეფსია და დაორსულდებით მაშინ, როდესაც თქვენ იღებთ ვალპროატს, არსებობს რისკი იმისა, რომ თქვენს შვილს ჰქონდეს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები და განვითარების პრობლემები. ფოლიუმის მჟავის მიღება არ ამცირებს ამ რისკებს.

იმისდა მიუხედავად, რომ ვალპორატის მიღება არ არის მიზანშეწონილი შვილოსნობის ასაკში მყოფი ქალებისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში მისი მიღება შეიძლება ერთადერთი არჩევანი იყოს, მაგალითად მაშინ, როდესაც სხვა მკურნალობის საშუალებები არ არის ეფექტური. ასეთ შემთხვევბში ქალმა უნდა მიიღოს სერიოზული ზომები, რათა არ დაორსულდეს.

თუ ქალი, რომელიც იღებს ვალპროატს, რისკების მიუხედავად, გადაწყვეტს დაორსულებას, მაშინ ქალმა უნდა იცოდეს და აღიაროს, რომ არის მაღალი რისკი იმისა, რომ ბავშვი დაიბადოს სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებით.

რა არის ორსულობისას ვალპროატის მიღებით გამოწვეული რისკები?

ქალებისთვის, რომლებიც იღებენ ვალპროატს ორსულობის დროს:

  • დაახლოებით ასიდან ათ ბავშვს ექნება თანდაყოლილი დეფექტები, ზოგადად ქალებში კი ეს რიცხვი ასიდან ორი-სამი ბავშვია. ეს დეფექტებია:
    • სპინა ბიფიდა – ხერხემლის მალები არ არის ბოლომდე განვითარებული
    • სახისა და თავის ქალას მანკები – მაგალითად: კურდღლის ტუჩი და მგლის ხახა, ამ დროს ზედა ტუჩი ან სახის ძვლები გაყოფილია.
    • კიდურების, გულის , თირკმლების, საშარდე გზებისა და სასქესო ორგანოების მანკები
    • სმენის პრობლემები ან სიყრუე.
  • ასიდან 30-40 ბავშვს ექნება განვითარების პრობლემები, მაგალითად:
    • სიარულისა და მეტყველების დაწყების დაგვიანება
    • მათი ასაკის ბავშვებთან შედარებით დაბალი ინტელექტი
    • მეტყველების ჩამორჩენა ან დარღვევა
    • მეხსიერების პრობლემები.
  • დიდია აუტიზმის, აუტიზმის სპექტრის აშლილობების, ყურადღების დეფიციტისა და  ჰიპერაქტივობის სინდრომის  (ADHD)  განვითარების რისკი

როგორ შემიძლია მოვიპოვო მეტი ინფორმაცია ვალპორატზე?

2018 წლის თებერვალში ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) წარმოადგინა ზომები, რომლებმაც უნდა შეამციროს არდაბადებულ ბავშვებზე ვალპორატის ზემოქმედება. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ უკვე დანერგა ეს პროგრამა, გაერთიანებულ სამეფოსაც აქვს საკუთარი უსაფრთხოების პროგრამა.

რა უნდა ვქნა, თუ გავიგებ, რომ ორსულად ვარ მაშინ, როდესაც ვალპოროატს ვიღებ?

თუ თქვენ მაინც დაორსულდით ვალპორატის მიღების დროს, არ შეწყვიტოთ მედიკამენტების მიღება მანამ, სანამ თქვენს ექიმს არ გაესაუბრებით. ეს იმიტომ უნდა გააკეთოთ, რომ თქვენი სიმპტომები არ გაუარესდეს.

თუ იღებთ ვალპროატს და ორსულად ხართ თქვენს ექიმს რაც შეიძლება სწრაფად დაუკავშირდით. მან შეიძლება ვალპროატის მიღების გაგრძელება გირჩიოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის არ არსებობს სხვა ეფექტური მკურნალობა.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…

Pathways-Small