ეპილეფსია ქალებში

ეპილეფსიის დიაგნოზი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში და იმის გააზრებას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ მომავალში დრო სჭირდება.

ქალები დამატებითი სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან, მაგრამ ინფორმაცია ძალაა, ამიტომ დაუთმეთ დრო იმის გაგებას, თუ რა უნდა იცოდეთ ორსულობის, ჰორმონების, სექსისა და სხვა საკითხების შესახებ, როგორც ეპილეფსიის მქონე ქალმა

ეპილეფსია

რა არის ეპილეფსია?

ეპილეფსია არის დარღვევა, რომელსიც გავლენას ახდენს ტვინზე და ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. დაახლოებით ათიდან ერთ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს გულყრა, თუმცა ექიმები სვამენ ეპილეფსიის დიაგნოზს მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანს ერთზე მეტი გულყრა ჰქონდა ან, თუ  გულყრის განმეორების რისკი მაღალია.

ეპილეფსია შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს და იმაზე უფრო ხშირია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ, ეპლეფსია ასიდან ერთ ადამიანს აქვს.

რა არის ეპილეფსიური გულყრა?

ნორმალური ელექტრული აქტივობა ჩვენს ტვინში მუდამ მიმდინარეობს – ჩვენი ტვინის უჯრედები ასე ურთიერთობენ ერთმანეთთან.

თუმცა, თუ ჩვენს ტვინში ხდება უეცარი, ინტენსიური ელექტრული განტვირთვა, ეს იწვევს გულყრას.  ამგვარი მოვლენა აფერხებს ტვინის ნორმალურ აქტივობას, ამის გამო ჩვენი ტვინის  უჯრედებს შორის კომუნიკაცია ირღვევა და ვითარდება ეპილეფსიური შეტევა.

არსებობს ეპილეფსიური გულყრების მრავალი განსხვავებული ფორმა. ის, თუ რა ზეგავლენას ახდენს გულყრა ადამიანზე,  დამოკიდებულია იმაზე ტვინის რა უბანში ვითარდება დარღვევა  და რამდენად შორს ვრცელდება.

 რატომ აქვთ ადამიანებს ეპილეფსია?

ცნობილი მიზეზები, რის გამოც ვინმეს შეილძება  განუვითარდეს ეპილეფსია:

  • ტვინის დაზიანება, რომელიც გამოწვეულია ტრავმით, ტვინის ინფექციით ან ინსულტით
  • ტვინის განვითარების პრობლემა მუცლად ყოფნის პერიოდში (პრე-ნატალურად)
  • ტვინის სიმსივნე
  • გენეტიკური ფაქტორები
  • განვითარებად ქვეყნებში – პარაზიტული ინფექცია, მაგალითად: ნეიროცისტიცერკოზი

როგორ მკურნალობენ ეპილეფსიას?

ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანთა უმრაველსობას უნიშნავენ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რათა აკონტროლონ მათი გულყრები. სახელწოდებიდანაც ჩანს, რომ ეს მედიკამენტები არ კურნავენ ეპილეფსიას – ისინი გვეხმარებიან გულყრების კონტროლში.

გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები მთლიანად აჩერებს გულყრებს ან ამცირებს მათ სიხშირესა და სიმძიმეს. ექიმს შეიძლება დასჭირდეს სხვადასხვა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების მოსინჯვა ან მათი კომბინაციის დანიშვნა მანამ, სანამ საუკეთესო ვარიანტს შაერჩევს. თუ გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ მუშაობს, ან კარგად არ მუშაობს არსებობს სხვა საშუალებებიც, მაგალითად: ქირურგიული ოპერაცია თავის ტვინზე, ცთომილი ნერვის (ვაგუსის) სტიმულაცია (VNS) ან კეტოგენური დიეტის დაცვა.

მრავალფეროვანი მკურნალობის საშუალების მიუხედავად, ეპილეფსიით დაავადებული ადამიანების 30% მაინც განიცდის გულყრებს.

ჰორმონები და ეპილეფსია

რატომ არის ეპილეფსია განსხვავებული ქალებისთვის?

ეპილეფსიის ქონა ქალებისთვის და მამაკაცებისთვის განსხვავდებულია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როდესაც ქალი არის შვილოსნობის ასაკში და იწყებს სქესობრვ ცხოვრებას.

მაგალითად, ეპილეფსიას შეიძლება გავლენა ჰქონდეს მის სქესობრივ განვითარებასა და მენსტრუალურ ციკლზე. ეპილეფსიამ შეიძლება იმოქმედოს კონტრაცეფციისა და შვილოსნობის სხვადსხვა ასპექტზე, თუ თქვენ აპირებთ ორსულობასა და დედობას აუცილებელია ამის გათვალისწინება.

რა არის ჰორმონები და რა გავლენა აქვთ მათ ეპილეფსიაზე?

ჰორმონები არის სისხლში არსებული ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც აკონტროლებს ზოგიერთ ბიოლოგიურ პროცესს ჩევნს სხეულში. ჩვენ ვიცით, რომ ქალის ჰორმონებს, ესტროგენსა და პროგესტერონს, გავლენა აქვს გულყრებზე.

ეს ჰორმონები იცვლება ქალის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე – გარდატეხის ასაკში, ყოველთვიური მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობისას და მენოპაუზისას. ეს კი გულისხმობს, რომ ქალების ჰორმონულ ცვლილებებს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მათ გულყრებზეც.

რა გავლენა აქვს გარდატეხის ასაკს ეპილეფსიაზე?

გარდატეხის ასაკში სისხლში გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების კონცენტრაცია შეიძლება შეიცვალოს და გამოიწვიოს გულყრების სიხშირის, ან გამოვლენის ცვლილება. თუ ეს ასე მოხდა, ექიმმა შესაბამისად უნდა შეცვალოს მედიკამენტების დოზირება.

ზოგიერთი ახალგაზრდა ქალის შემთხვევაში გულყრები შეწყდება გადრატეხის ასაკში. სხვების შემთხვევაში კი, გულყრები შეიძლება გარდატეხის ასაკში დაიწყოს.

მოზარდებმა უნდა გააგრძელონ თავიანთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება დანიშნულების მიხედვით. თუ ისინი უეცრად შეწყვეტენ მედიკამენტების მიღებას, ამან შეიძლება გამოიწვიოს გულყრების განვითარება ან სიცოცხლისთვის საშიში მგობარეობა, რომელიც ეპილეფსიური სტატუსის სახელით არის ცნობილი.

რა უნდა ვიცოდე, როგორც ეპილეფსიის მქონე ქალმა?

  • თქვენი გულყრების ტიპი და მათთან დაკავშირებული რისკები.

თვალყური ადევნეთ თქვენს გულყრებს – ჩაინიშნეთ როდის ხდება ისინი და რა შეიძლება იყოს მათი გამომწვევი მიზეზი. გამოიყენეთ გულყრების ჩასანიშნი მობილური აპლიკაცია (არსებობს რამოდენიმე ვარიანტი) ან პორტატული მოწყობილობა – ეს ჯერჯერობით ახალი პროდუქტია ბაზარზე.

  • დააკვიდრით განიცდით თუ არა გულყრებს მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ მონაკვეთში და თუ ასეა – დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს. თქვენ შეიძლება გქონდეთ კატამენიალური ეპილეფისია.
  • თუ თქვენ გაქვთ სექსთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად სექსის დაბალი მოთხოვნილება, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და დაადგინეთ,რამდენად შეიძლება ეს გამოწვეული იყოს გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებით.
  • გახსოვდეთ რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის წინასწარი დაგეგმვა და გამოიყენეთ ფოლიუმის მჟავა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ არ აპირებთ დაორსულებას.

კატამენიალიური ეპილეფსია

რა არის კატამენიალური ეპილეფსია?

კატამენიალური ეპილეფსია არის ეპილეფსიის ტიპი, რომელიც სპეციფიკურია ქალებისათვის და რომლის დროსაც ეპილეფსიური გულყრები  ხშირდება მენსტრუალური ციკლის გარკვეულ პერიოდებში.

ნევროლოგები ახლა უკვე ამოიცნობენ ეპილეფსიის მიმდინარეობას, როდესაც გულყრები დაკავშირებულია მენსტრუალურ ციკლთან და ეძებენ ახალ გზებს, რათა დაეხმარონ ასეთი დიაგნოზის მქონე ქალებს.

როდის ხდება ეს?

კატამენიალური ეპილეფსია შეიძლება განვითარდეს მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ მონაკვეთში:

  • ზოგიერთ შემთხვევაში, გულყრები ხშირდება მენსტრუაციის დაწყებამდე ან მენსტრუაციის პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეულია პროგესტერონის რაოდენობის მკვეთრი შემცირებით.
  • სხვებისთვის, გულყრები ხშირდება ოვულაციის დროს (მენსტრუალური ციკლის შუაში). ამ შემთქხვევაში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს გამოწვეუოლია ესტროგენის რაოდენობის მკვეთრი ზრდით.

როგორ უნდა მივხვდე  კატამენული ეპილეფსია მაქვს თუ არა?

თუ თქვენ გგონიათ, რომ მენსტრუაციას გავლენა აქვს თქვენს გულყრებზე, გააკეთეთ ჩანიშვნები თქვენს გულყრებსა და მენსტრუალურ ციკლზე ორი-სამი ციკლის განმავლობაში. ამის შემდეგ სთხოვეთ თქვენს ექიმს გადახედოს თქვენს დღიურს.

თუ თქვენი ჩანიშვნები აჩვენებს, რომ მენსტრუალური ციკლის კონკრეტულ მონაკვეთებში გულყრები უფრო ხშირია, მაშინ თქვენმა ექიმმა შეიძლება გამოთქვას ვარაუდი, რომ თქვენ კატამენიალური ეპილეფსია გაქვთ.

ეპილეფსია და სექსი

შეიძლება თუ არა ეპილეფსიას ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე გავლენა ჰქონდეს?

ყველას შეიძლება ჰქონდეს პრობლემები სქესობრივ ცხოვრებაში და ეპილეფსიის მქონე ადამიანები გამონაკლისს არ წარმოადგენენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ეპილეფსიის მქონე ქალებში სამიდან ერთს აქვს პრობლემა სქესობრივ ცხოვრებაში, მაგალითად:

  • დაბალი დაინტერესება სექსში
  • გართულებები ორგაზმის მიღწევაში
  • მტკივნეული სქესობრივი აქტი, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური სიმშრალით ან სპაზმებით

ექნება თუ არა გავლენა  გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტებს  ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე?

ზოგიერთი გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტი იწვევს არასასურველ კოსმეტიკურ ეფექტს, რის გამოც ზოგიერთ ქალს დაბალი თვითშეფასება აქვს, ქალმა შეიძლება თავი სექსუალურად არამიმზიდველად ჩათვალოს, ეს კი ამცირებს სექსის სურვილს.

მნიშნელოვანია მიიღოთ თქვენი თავი ისეთად, როგორიც ხართ და მიიღოთ თქვენი დიაგნოზი, რათა თქვენ შეძლოთ განავითაროთ ინტიმური ურთიერთობა თქვენს პარტნიორთან.

ნებისმიერმა გულყრის საწინააღმდეგო მედიკამენტმა შეიძლება სირთულეები შეგიქმნათ სქესობრივ ცხოვრებაში, თუმცა როდესაც ერთი მედიკამენტი გიქმნით პრობლემას, მეორემ შეიძლა გვერდითი მოვლენების გარეშე იმოქმედოს. თუ თქვენ გაქვთ პრობლემა, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს მედიკამენტის შეცვლაზე.

უნდა ვინერვიულო გულყრებზე სექსუალური აქტის დროს?

გულყრის ქონა სექსუალური აქტისას დიდი შიშია მრავალი ეპილეფსიის მქონე ადამიანისთვის. ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება იმ ადამიანებში, რომელთა გულყრების მაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ფიზიკური დატვირთვა.

ეპილეფსიის მქონე ქალების უმრავლესობისთვის იმის შანსი, რომ გულყრა სქესობრივი აქტის დროს დაემართოთ არ აღემატება ნებისმიერ სხვა დროს გულყრის განვითარების ალბათობას. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია დაელაპარაკოთ თქვენს პარტნიოს თქვენს შიშებზე და უთხრათ მას რა უნდა გააკეთოს, თუ გულყრა სქესობრივი აქტის დროს დაგემართათ. ჯანსაღი კომუნიკაცია დაგეხმარებათ ორივეს გადალახოთ ეს შიში.

შემიძლია თუ არა მოვაგვარო ჩემი ეპილეფსიი გამომწვეული პრობლემები?

ეპილეფსიას აქვს გავლენა სექსზე და სექსს აქვს გავლენა ეპილეფსიაზე. უამრავ ეპილეფსიის მქონე ადამიანს, რომელსაც აქვთ გულყრებზე კონტროლი, აქვთ სასიამოვნო სქესობრივი ცხოვრება. სექსს შეუძლია შეამსუბუქოს სტრესი და ადამიანს დაეხმაროს მოდუნებაში, რაც ამცირებს გულყრების სიხშირეს.

როდესაც გულყრები კონტროლდება ადამიანებს აქვთ უფრო ძლიერი სექსუალური ლტოლვა და ნაკლები პრობლემა სექსუალურ ლტოლვასთან, არ უგულებელყოთ თქვენი პრობლემები, როდესაც მათი გადაჭრა ძალიან მარტივია.

თქვენ შეიძლება გერიდებოდეთ თქვენს ექიმთან სექსთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბარი, თუმცა, თუ ღიად ისაუბრებთ ექიმი შეძლებს გაიგოს თქვენი პრობლემა და დაგეხმაროთ მის გადაჭრაში.

გახსოვდეთ – დეპრესიას, შფოთს, დაღლილობასა და სტრესს ასევე შიძლება კავშირი ჰქონდეს თქვენს სექსუალურ პრობლემებთან, ამიტომ დაფიქრდით პროფესიონალი ფსიქოლოგისგან დახმარების მიღებაზე.

რა გეგმებიც არ უნდა გქონდეთ, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ…